თანდათან უფრო მრავლისმომცველი ხდება ტრენინგი.პროექტის გეგმას დავამატეთ კითხვები, ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩახჩოზე.

სასწავლო პროექტი


 ’’გურული  ხალხური სიმღერები და მისი ვირტუოზი შემსრულებლები“  

პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეებს გავუღვივოთ ინტერესი და გავუჩინოთ სიყვარული ქართული ხალხური, კერძოდ, გურული სიმღერების მიმართ.  


პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები შეიძენენ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების უნარ–ჩვევებს, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებაში და ძველი გურული სიმღერებით დაინტერესებაში.


როექტის მიზნები:  
·         მოსწავლეები  მოიძიებენ მასალას ძველი გურული ხალხური სიმღერების შესახებ.
·         შეაგროვებენ ინფორმაციას გურიის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ უხუცეს მომღერლებზე.
·         ჩაიწერენ სიმღერებს  აუდიო–მაგნიტოფონზე.
·         ჩაიწერენ  გურული სიმღერების ტექსტებს.
·         გადაიღებენ ცნობილი მომღერლების სურათებს.
·         შეისწავლიან გურულ სიმღერებს.
·         მოძიებულ მასალას წარმოადგენენ სიმღერისა და პრეზენტაციის სახით.
·         ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.


მონაწილეთა ასაკი:  15–16-17 წელი.


ვადები/ ხანგრძლივობა:   2  თვე.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვებს გაეღვიძებათ სიყვარული ქართული ხალხური სიმღერის მიმართ. გაუჩნდებათ  გურული სიმღერის შესწავლის სურვილი.
ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, მის დამუშავებას და გამოქვეყნებას ბლოგის ან პერსონალური საიტის მეშვეობით. გააკეთებენ პრეზენტაციებს. ისწავლიან ჯგუფში მუშაობას, განუვითარდებათ სმენა. გაეცნობიან
გურიის კუთხეში მოღვაწე ცნობილი მომღერლების ისტორიას, რომლებმაც შეგვინარჩუნეს და დღემდე რუდუნებითა  და    სიყვარულით შემოგვინახეს ქართული ფოლკლორი. შექმნიან ვებ–გალერეას მომღერლების ფოტო–მასალით. ჩაიწერენ მივიწყებულ გურულ სიმღერებს. შეასრულებენ მათ მიერ შერჩეულ და შესწავლილ გურულ სიმღერას.


პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი. აუდიო–მაგნიტოფონი. კომპიუტერი. პროექტორი. ვიდეო–კამერა. რვეულები. კალმები.


პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1–მონაწილეთა ორგანიზება–ჯგუფებად დაყოფა. ფუნქციების განაწილება.
აქტივობა 2–გასვლა სოფელში მომღერალ უხუცესებთან შესახვედრად. ფოტოს გადაღება.
 აქტივობა 3–ტექსტისა და   სიმღერების ჩაწერა ვიდეო–მაგნიტოფონზე.
 აქტივობა 4–ინტერვიუს აღება ცნობილ ლოტბარებთან.
 აქტივობა 5 –მოპოვებული მასალების /სურათები, გურული სიმღერები/  ინტერნეტში განთავსება.
აქტივობა 6–გურული სიმღერის რეპერტუარის შერჩევა შესასწავლად.
აქტივობა 7–გურული სიმღერის შესწავლა ხმების მიხედვით.
 აქტივობა 8 –პრეზენტაციის მომზადება.
აქტივობა 9-პროექტის პრეზენტაცია. ღონისძიების მოწყობა. შესწავლილი სიმღერის შესრულება. აქტივობა 10–შეფასება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუსიკა – IX.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად. 

მუს. IX. 4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა. 
მუს. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თნაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება. 
მუს.IX.9. მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
ქართული – ქართ.X.9.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
მოიძიებს და ჩაიწერს გურული სიმღერების მივიწყებულ ტექსტებს.
ხელოვნება – არჩ. ს. გ. X/XI/XII.2. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო.

არჩ. ს. გ. X/XI/XII. 8. მოსწავლე იკვლევს   ქართულ  ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეთა შემოქმედებას.

ისტი–ს  საშუალებით მოიპოვებენ ინტერნეტში საჭირო მასალებს. ვებ–გალერეაში ტვირთავენ სურათებს. გააკეთებენ სლაიდებს. მოამზადებენ პრეზენტაციას.


პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო ჩხაიძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ninochkhaidze77@gmail.com